Sunday, March 14, 2010

ნინო ნავერიანი

პროექტის სახელი - Речевой этикет - საუბრის ეტიკეტი

პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სასაუბრო ეტიკეტის შესახებ, გაეცნობიან საუბრის და საქმიანი წერილების ნორმებს.

პროექტის სრული აღწერა - პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ ლიტერატურული ნაწარმოებების და ინტერნეტის საშუალებით, რამდენად საჭიროა ჩვენს ყოფაცხოვრებაში ურთიერთობის სწორი ფორმების დაცვა, საუბრის ნორმების ცოდნა, შეძლებენ საქმიანი წერილების წერას, ესსეს დაწერას საუბრის ეტიკეტის შესახებ, როლური თამაშების საშუალებით სხვადასხვა ეპოქის და სხვადასხვა ქვეყნების ეტიკეტის შედარებას, თვალნათლივ დაინახავენ, რამდენად სწრაფად იცვლება დროთა განმავლობაში საუბრის ნორმები, საზოგადოებაში ამ სფეროში გარკვეული მოდიფიკაცია ხდება, შეეცდებიან მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟების დახასიათება მისი საუბრის მანერიდან გამომდინარე, ეს დაეხმარება მოსწავლეს მომავალში თანამედროვე სამყაროში სწორად ორიენტირებისათვის, ნაცნობ და უცნობ ადამიანებთან საკონტაქტოდ. პროექტის კოორდინატორი იქნება მოსწავლე, რომელიც გააკონტროლებს შეხვედრების ორგანიზებას და დავალებების შესრულებას.

მონაწილეთა ასაკი - 8 – 9 კლ. (ამ კლასებში მოსწავლეები მშობლიურის გარდა შეისწავლიან 3 უცხოურ ენას).

ვადების ხანგრძლივობა - 2010 წლის სექტემბრიდან ნებისმიერი ორი თვის განმავლობაში -17 გაკვეთილი - მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.

შესაძლო აქტივობები - ინფორმაციის მოძიება სასაუბრო ეტიკეტის შესახებ, იმ ლიტერატურული ტექსტების კითხვა, სადაც საუბრის ეტიკეტის ნორმებია წარმოდგენილი დიალოგის სახით, საქმიანი წერილების წერა, როლური თამაშები, მხატვრულ ლიტერატურაში ფრაგმენტების და ინტერნეტით ფილმებიდან მოძიება პატარა სცენებისა , უცხო სიტყვების ლექსიკონებში მოძიება (დანართი - კურსის ძირითადი შინაარსი. თემატური გეგმა, ლიტერატურის ჩამონათვალი. წარდგენა რუსულ ენაზე)

მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები გაეცნობიან ეტიკეტის ისტორიას, თანამედროვე ტენდენციებს და სხვა ხალხის ეტიკეტის ნორმებს, ისწავლიან გრამატიკული ნორმების დაცვას საუბრის დროს, გააცნობიერებენ რამდენად საჭიროა ურთიერთობის დროს თავაზიანობა და ტაქტი, რადგან ამით იქმნება შთაბეჭდილება ადამიანის აღზრდაზე და განათლებაზე.

სარგებელი სხვებისთვის - შედეგების გაცნობა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის ჩართული პროექტში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაეცნოს ინფორმაციას საუბრის ეტიკეტის შესახებ.

სამუშაო ენა - ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია სხვა უცხოურ ენებთან, პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.

ფასილიტატორი - ნინო ნავერიანი - 178-ე საჯარო სკოლა.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა- n.naveriani178@gmail.com